ახალი ამბები

ანონსი – 24 მარტი

23 მარტი, 2016 • 1398
ანონსი – 24 მარტი

 

10:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე და საქართველოში არსებული მდგომარეობა; საყოველთაო დაზღვევა და ბიუჯეტი.  მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

10:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ყოფილი პრემიერის შესაძლო დაბრუნება პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ, ინტერპოლის მიერ დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილი პირების სიიდან ამოღება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

11.00 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს.

11:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრეს-კონფერენციას გამართავს. მისამართი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ძმ. ზუბალაშვილების N36

11:00 საათზე პოლიტოლოგი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტერაქტები და საფრთხეები. „ისლამისტების“ სამიზნეები. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

12:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი,“ გაიმართება დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ფორუმზე საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებს წარადგენს.

12:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ოლქებისა და მათი საზღვრების შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს.

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. თემები: ყოფილი პრემიერის შესაძლო დაბრუნება პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ, ინტერპოლის მიერ დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილი პირების სიიდან ამოღება, ტერაქტები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:30 საათზე დევნილთა პარტია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან აქციას გამართავს.

13:30 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ აქტივთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი