ახალი ამბებიტექნოლოგიები

Apple-ის ყველაზე იაფფასიანი სმარტფონი iPhone SE 31 მარტიდან გაიყიდება

23 მარტი, 2016 • 20078
Apple-ის ყველაზე იაფფასიანი სმარტფონი iPhone SE 31 მარტიდან გაიყიდება

22 მარტს Apple-ის ახალი სმარტფონის iPhone SE-ის პრეზენტაცია შედგა, რომელიც გაყიდვაში 31 მარტიდან გამოჩნდება, თუმცა უკვე გაჩნდა კითხვები: რა შეიცვალა და რატომ უნდა ვიყიდოთ კომპანიის აქამდე ყველაზე იაფი სმარტფონი, რომელიც გარეგნული იერსახით iPhone 5s-ის ანალოგია.

WIRED-ის შეფასებით, ახალი მოდელი, შიდა მონაცემების მიხედვით, სერიის წინა მოდელთან, iPhone 6s-თანაა ყველაზე ახლოს, თუმცა გარეგნული მხარე iPhone 5s-ს ჰგავს. სმარტფონი, ფატრობრივად, მხოლოდ ზომაში შემცირდა. ამასთან, მისი ფასი მხოლოდ $399-დან დაიწყება (16GB – $650, 64GB – $750).

მობილური წინა მოდელის მსგავსად A9 პროცესორზე მუშაობს. ძირითადი კამერა 12 მეგაპიქსელია, ხოლო წინა 8 იქნება როგორც iPhone 6s-ის შემთხვევაში. კამერა 4K ვიდეოს გადაღების შესაძლებლობაც ექნება. იგივე დარჩა  ბატარეის ზომაც.

ახალი მოდელისაგან კი კომპანიაზე მეტ მოგებას, სავარაუდოდ, ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც iPhone-ის ქეისებს ამზადებენ. მათ შეუძლიათ ბაზარზე გამოიტანონ iPhone 5s-ის ქეისები, რომლებიც ზუსტად ერგება სმარტფონის ახალ მოდელს.

iPhone 6s და iPhone SE - სმარტფონის ახალი მოდელი ზომაში შემცირდა. ფოტო: TechChurche

iPhone 6s და iPhone SE – სმარტფონის ახალი მოდელი ზომაში შემცირდა. ფოტო: TechChurche

iPhone 5s-სა და iPhone SE-ს შორის არსებული მსგავსება ამერიკული ტელევიზიების ინტერესის ობიექტი უკვე გახდა. ჯიმი კიმელმა საავტორო გადაცემაში ქუჩის გამოკითხვაც ჩაატარა, რომელშიც მონაწილეებს ორი iPhone 5s გადასცა და უთხრა, რომ ერთი მათგანი ახალი მოდელი, SE იყო – შემდეგ კი მათ შორის განსხვავების პოვნა სთხოვა. მონაწილეთა უმრავლესობა კიმელის ტყუილს წამოეგო.

ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ iPhone-ის ყველა მოდელის შედარება და მატი მახასიათრებლების დეტალური განხილვა.

iPhone-ის ბოლო 4 მოდელის მონაცემები. სმარტფონის შიდა მახასიათებლები თითქმის იდენტურია. გარდა ეკრანის ზომისა.

iPhone-ის ბოლო 4 მოდელის მონაცემები. სმარტფონის შიდა მახასიათებლები თითქმის იდენტურია. გარდა ეკრანის ზომისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი