ახალი ამბები

ბელგიური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს

23 მარტი, 2016 • 1754
ბელგიური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს

“როიტერი” ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრიუსელის ტერაქტის სავარაუდო ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, დააკავეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ნაჯიმ ლეჰრევი ბრიუსელში დააკავეს.

The Guardian-ის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებაში მესამე ეჭვმიტანილი, რომელსაც ბელგიის პოლიცია ეძებს, ნაჯიმ ლეჰრევია.

ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილები, მარჯვნინ თეთრებში ჩაცმული სავარაუდოდ ნაჯიმ ლეჰრევია © AFP

ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილები, მარჯვნინ თეთრებში ჩაცმული სავარაუდოდ ნაჯიმ ლეჰრევია © AFP

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ იგი ასევე ეჭმიტანილია 2015 წლის 13 ნოემრბის პარიზის ტერაქტში. მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ლეჰრევი არის ბელგიელი, დაიბადა 1991 წლის 18 მაისს.  2015 წლის თებერვალში იმყოფებოდა სირიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი