ახალი ამბები

ეკა ბესელია: “აბდალაძე განადგურებულია და იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ”

22 ივლისი, 2011 • • 1130
ეკა ბესელია: “აბდალაძე განადგურებულია და იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ”

“აბდალაძე განადგურებულია და იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეში. სწორედ ამი გამო მის აღიარებით ჩვენებას სამრთლებრივი ძალა არ გააჩნია,” – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე დაკავებული ფოტოგრაფის უკვე ყოფილმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

გიორგი აბდალაძემ თავის ადვოკატებს – ეკა ბესელიას და ლადო მაჭარაშვილს აცილება მისცა. მის დანარჩენ ორ ადვოკატს, მერაბ ჩიქოვანსა და რამაზ ჩინჩალაძეს კი კონტრაქტი “ალია ჰოლდინგმა” შეუჩერა. ეკა ბესელიას თქმით, გიორგი აბდალაძეს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს, თუმცა მან მისი ვინაობა არ იცის.

“ხელისუფლებას შეეშინდა გიორგი აბდალაძის საქმეში ჩვენი ოპონირების და სწორედ ამიტომ, აბდალაძეს აცილება დააწერინა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ, “- ჩვენ ამით არ ვამთავრებთ საქმეს და მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას. იმედი მაქვს, საზოგადოება ძალიან სწორად შეაფასებს ამ ვითარებას. სამივე ფოტოგრაფის ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგადაა მიღებული და მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.”

ამავე თემაზე:

ეკა ბესელია: “ხელს ნუ მოაწერთ უკანონო საპროცესო შეთანხმებას”

რამაზ ჩიჩნალაძე გიორგი აბდალაძის ინტერესებს აღარ დაიცავს

ზურაბ ქურციკიძის ინტერესების დაცვაზე ნინო ანდრიაშვილმა უარი განაცხადა



მასალების გადაბეჭდვის წესი