ახალი ამბები

საქართველოს U18 მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

22 მარტი, 2016 • 1590
საქართველოს U18 მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

22 მარტს საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინაlში   პორტუგალიის 18 წლამდე ნაკრები ანგარიშით 29:10 დაამარცხა.

26 მარტს ფინალში, ბორჯღალოსნები საფრანგეთი-ბელგიის წყვილში გამარჯვებულს  შეხვდებიან.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 3 ლელო დადო, სამივე არსენ მაჩალაძემ მიითვალა და სამივე გელა აფრასიძემ გარდასახა, ხოლო მასპინძლებმა 2 გარდაუსახავი ლელოთი უპასუხეს. მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა ქულები ერთი საჯარიმო დარტყმით და ერთი გარდაუსახავი ლელოთი დააგროვეს, რის შედეგადაც მატჩი 29:10 დასრულდა საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების სასარგებლოდ.

ბორჯღალსონების შემადგენლობა პორტუგალიის წინააღმდეგ:

უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. თორნიკე ჯალაღონია, 12. კოტე ხამაშურიძე, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე;

შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე;

მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი,  21. იოსებ ხეტაშვილი, 22. გიორგი წიკლაური,  24. სანდრო კალმახელიძე, 25. საბა ხურცილავა, 26.  რევაზ ხარაზიშვილი.

 

921140_1007886295975136_4865773373769633676_o

მასალების გადაბეჭდვის წესი