ახალი ამბები

ბერძენიშვილი: საქართველოს დეპუტატები ბრიუსელში უსაფრთხოდ არიან

22 მარტი, 2016 • 1268
ბერძენიშვილი: საქართველოს დეპუტატები ბრიუსელში უსაფრთხოდ არიან

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დეპუტატები ახლოს არიან მეტროსთან, სადაც აფეთქება მოხდა:

“პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ექმურებათ, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა.  ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და არც რაიმე ინციდენტთან ჰქონიათ კავშირი,” – ამბობს ბერძენიშვილი.

ევრონესტის ასამბლეაზე იმყოფებიან ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი,  გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია,  გუგული მაღრაძე,  დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა.  ისინი საქართველოში ხვალ უნდა დაბრუნდნენ.

საშინელებაა ის, რაც ახლა ბრიუსელში ხდება. ტერორიზმი არის 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა და მასთან ბრძოლა მხოლოდ კულტური…

Posted by Guguli Magradze on Tuesday, March 22, 2016

ბრიუსელის ტერაქტი

Posted by Viktor Dolidze on Tuesday, March 22, 2016

დღეს, 22 მარტს, BBC-ის ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აეროპორტის ევაკუაცია მიმდინარეობს. აეროპორტი ფრენებისთვისაც დაიხურა.

ბრიუსელში აეროპორტის შემდეგ აფეთქება მეტროს სადგურთანაც [Maalbeek] განხორციელდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ინსტიტუციების შენობებთან.

გარდიანის ინფორმაციით, ბრიუსელში აეროპორტის შემდეგ მეტრომაც შეწყვიტა მუშაობა. სოციალურ ქსელებში საუბრობენ რამდენიმე დაჭრილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი