ახალი ამბები

აეროპორტის შემდეგ აფეთქება სავარაუდოდ ბრიუსელის მეტროსადგურშიც განხორციელდა

22 მარტი, 2016 • 1749
აეროპორტის შემდეგ აფეთქება სავარაუდოდ ბრიუსელის მეტროსადგურშიც განხორციელდა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრიუსელში აეროპორტის შემდეგ აფეთქება მეტროს სადგურთანაც [Maalbeek] განხორციელდა, რომელიც ახლოსაა ევროკავშირის ინსტიტუციების შენობებთან.

გარდიანის ინფორმაციით, ბრიუსელში აეროპორტის შემდეგ მეტრომაც შეწყვიტა მუშაობა. სოციალურ ქსელებში საუბრობენ რამდენიმე დაჭრილზე.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში დილით, დახლოებით 08:00 საათზე ორი აფეთქება მოხდა. აეროპორტი ფრენებისთვისაც დაიხურა.

ბრიუსელის სახანძრო სამსახურმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე ბრიუსელში სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტის უმთავრესი ეჭვმიტანილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი