ახალი ამბები

პროკურატურა გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებას ასაჯაროებს[video]

18 ივლისი, 2011 • 1198
პროკურატურა გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებას ასაჯაროებს[video]

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტებს კომპაქტ–დისკები გადასცა, რომელზეც, მათი განმარტებით, გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენებაა ასახული. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე სხვა რაიმე დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია პროკურატურას არ გაუვრცელებია.

“ვითვალისწინებთ რა საზოგადოების ინტერესს საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს გიორგი აბდალაძის დაკითხვის ამსახველი ჩანაწერი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პროკურატურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 16 ივლისს საკუთარი ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხა ბრალდებული გიორგი აბდალაძე. ასევე, მსგავსი ჩვენება საკუთარი ადვოკატების თანდასწრებით 14 ივლისს დაკითხულმა ზურაბ ქურციკიძემაც მისცა.

“ალია ჰოლდინგის” ფოტორეპორტიორი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე – გაზეთ “პრაიმ–ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი შსს–მ 7 ივლისს დააკავა. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში ბრალის წაუყენებლად გაათავისუფლეს, ნათია გედენიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოდან 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დაკავებულ ფოტოგრაფებს ბრალი ჯაშუშობაში ედებათ. შსს–მ ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება 9 ივლისს გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

პროკურატურა ფოტოგრაფების საქმეზე დამატებით ინფორმაციას 16:00 საათზე გაავრცელებს

ადვოკატი: ქურციკიძემ დანაშაული აღიარა

ცნობილი გახდება ახალი დეტალები ფოტორეპორტიორების საქმეზე

პროკურატურამ ფოტორეპორტიორებზე განცხადება გაავრცელა

როგორ მისცა აღიარებითი ჩვენება აბდალაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი