ახალი ამბები

ულტრამემარჯვენე ჯგუფის აქციის შედეგად ლვოვში ლგბტ ფესტივალი ჩაიშალა

21 მარტი, 2016 • 1410
ულტრამემარჯვენე ჯგუფის აქციის შედეგად ლვოვში ლგბტ ფესტივალი ჩაიშალა

უკრაინის ქალაქ ლვოვში ლგბტ აქტივისტები იძულებულნი გახდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ქმედებების გამო დაგეგმილი ლგბტ ფესტივალი ჩაეშალათ. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

ღონისძიება, რომლის ჩაშლასაც ქვებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობდნენ, თანასწორობის თემას ეხება. პროგრამა ფილმის ჩვენებას, ლიტერატურულ დისკუსიასა და საჯარო ღონისძიებებს მოიცავდა.

“გარდიანის” ინფორმაციით, სასტუმროს, რომელშიც ფესტივალის დაახლოებით 70-მდე მონაწილე იმყოფებოდა, 200-მდე ულტრა-მემარჯვენე აქტივისტმა ალყა შემოარტყა. ისინი სკანდირებდნენ: “მოკალი, მოკალი, მოკალი”.

ულტრა-მემარჯვენეები ლვოვში © EPA/MYKOLA TYS

მასალების გადაბეჭდვის წესი