ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საქართველოში – პოლიტიკოსების მილოცვები მუსლიმ თემს

21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მარნეულის მოსახლეობას ეს დღესასწაული პირადად მიულოცეს. მუსლიმ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ასევე ულოცავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა. 2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

დღესასწაული, რომელიც 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.


 

“ჩვენო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლას; გილოცავთ განა…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Monday, March 21, 2016

 


 

პრეზიდენტმა პრემიერთან ერთად ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონი აანთო.

Posted by Giorgi Margvelashvili on Monday, March 21, 2016

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვემო ქართლს ეწვია და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა.

Posted by Giorgi Margvelashvili on Monday, March 21, 2016

 


 

ჩემს მეგობრებს აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, დაღესტანში და დანარჩენ მსოფლიოში, სადაც ნოვრუზ-ბაირამს…

Posted by პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი on Monday, March 21, 2016

 


 

ყველა აზერბაიჯანელს ვულოცავთ ნოვრუზ ბაირამს!

Posted by ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი \ NPC – Girchi on Monday, March 21, 2016

 


 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველას, ვინც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს, ულოცავს.

“გვსურს ნოვრუზ ბაირამის სა…

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Sunday, March 20, 2016

 


 

”თავისუფალი დემოკრატების” სახელით სრულიად მუსლიმებს და განსაკუთრებით საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას, ვულოცავ ნავრუზ-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს.

Posted by ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები / Irakli Alasania – Free Democrats on Monday, March 21, 2016

 


 

19 მარტიდან ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამის დღეებს აღნიშნავენ. მინდა მივულოცო მათ ეს მნიშვნელოვანი დღეს…

Posted by არჩილ ხაბაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე on Saturday, March 19, 2016

 


 

სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა.
ქართველმა მოსწავლეებმა აზერბაიჯანელ მეგობრებს დღესასწაული მიულოც…

Posted by სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა on Friday, March 18, 2016

 


 

18 მარტს სსიპ ქალაქ მარნეულის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დამსწრე …

Posted by სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა on Friday, March 18, 2016

 


 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.