ახალი ამბებისამართალი

აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ საქართველოს 4 მოქალაქეს გაათავისუფლებს

21 მარტი, 2016 • 1564
აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ საქართველოს 4 მოქალაქეს გაათავისუფლებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, ახლო მომავალში რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებული საქართველოს 4 მოქალაქე გათავისუფლდება. ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს დღეს, 21 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, სადაც 16 მარტის აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შედეგებზე ისუაბრა.

აბაშიძის თქმით, ჯერ გათავისუფლდება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო შემდეგ- ერთი. მეტი დეტალი აბაშიძეს არ დაუზუსტებია.

მისივე თქმით, რუსეთის ციხეებში ამ 4 ადამიანის შემდეგაც დარჩება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს. აბაშიძეს მათი რაოდენობაც არ დაუკონკრეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი