ახალი ამბები

ანონსი: 21 მარტი

20 მარტი, 2016 • 1142
ანონსი: 21 მარტი

09:50 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ მიერ 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველი ობლიგაციების განთავსებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დაესწრება.

10:00 საათზე, უსაფრთხოების ექსპერტი, კავკასიის აკადემიის დირექტორი ლაშა პატარაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პირადი მიმოწერის კონტროლი სოციალური ქსელების მეშვეობით, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. კიბერუსაფრთხოება და საფრთხეები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

10:15 საათზე, სასტუმრო„ რედისონში“ დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდება.

10:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. თემები: სოფელ ჯარიაშენში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესები, თურქეთში არსებული სიტუაცია და ელის თუ არა საქართველოს საფრთხე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

10:30 საათზე, 2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა და ეროვნული ბანკი, პროგნოზები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” პოლიტიკური მოძრაობა “ახალი”-ს დამფუძნებლები: გიორგი კობერიძე და გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავენ. თემები: აჭარის უმაღლეს საბჭოში შეტანილი საკანონმდებლო წინადადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭო წევრობის კანდიდატის ასაკობრივი ცენზის 25 წლიდან 21 წლამდე შემცირებას ეხება; პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, 595 03 77 22

11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატორი“ გიგა ბუკია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტია გამყარება და მაჩვენებლები; ვენეციის კომისიის დასკვნა; ოკუპაცოოს კანონი; მაკომპრომიტირებელი მასალები; კოალიციის შემადგენლობა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერეციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: რატომ უნდა დადგეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის – გიორგი ქადაგისძის პასუხისმგებლობის საკითხი; რა შემთხვევაში არ უნდა დასაჯოს კანონმა მკაცრად პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერების მფლობელები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივითა და მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქის ყველა რაიონში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლებენ. გასართობი პროგრამა ჭონქაძის ქუჩაზე, ფუნიკულიორის ტრამვაისთან დაიწყება.

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული ჩანაწერები, კარასინის განცხადება, ოკუპაციის შესახებ კანონი

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ემიგრანტების თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი გააკეთებს საგანგებო განცხადებას. თემა: არასამთავრობო ორგანიზაცია ამხელს ყველა იმ პარტიასა და ჟურნალისტს, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელებაში მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი