ილია II პარლამენტს უვადო პატიმრობის წესის გადახედვისაკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის შესახებ კანონის გადახედვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ასეთ მსჯავრდებულებს ოჯახებში დაბრუნების იმედი დაკარგული აქვთ.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერი არ არის ფიზიკურ სამყაროში. უვადო მხოლოდ ღმერთია. ესა თუ ის პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე. შესაძლებელია, რომ პატიმრობა უვადო კი არ იყოს, არამედ რაღაც გარკვეული ვადა ჰქონდეს, რომ იმედი მიეცეს მას, რომ ოდესმე გამოვა,” – განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

დღეს, ასევე, პატრიარქის ქადაგების დროს სამების ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო ბრიგადები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი