ახალი ამბები

ხანძარი მთაწმინდაზე – ადგილზე 8 ბრიგადა მუშაობს

18 მარტი, 2016 • 3941
ხანძარი მთაწმინდაზე – ადგილზე 8 ბრიგადა მუშაობს

დღეს, 18 მარტს, მთაწმინდის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტში არ გადასულა და მის ჩაქრობას 8 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.

სააგენტოს ცნობით, ცეცხლი მხოლოდ ბალახს ეკიდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარის ყველა კერა ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შესაბამისად, რამ გამოიწვია ხანძარი მთაწმინდაზე და რა ფართობზე გავრცელდა, ამ ეტაპზე უცნობია.

 

live. 2 ხე დარჩათ მოსაჭრელი და ისიც დაიწვა :დ

Posted by Play Doh on Friday, March 18, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი