ახალი ამბები

კონსერვატორიის სტუდენტების ნაწილმა მანიფესტი გამოაქვეყნა

18 მარტი, 2016 • 2244
კონსერვატორიის სტუდენტების ნაწილმა მანიფესტი გამოაქვეყნა

დღეს, 18 მარტს, კონსერვატორიის სტუდენტების ნაწილმა გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლის მიხედვითაც, სოლიდარობას უცხადებენ “აუდიტორია 115”-ს და საგანამანათლებლო სისტემის ცვლილებებს ითხოვენ.

სტუდენტები მანიფესტში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ინიციატივას, თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით.

სტუდენტები აცხადებენ, რომ კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტის, სიმონ ჩაჩანიძე განცხადებით ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც კონსერვატორიის ყველა სტუდენტის სახელით, მხარს უჭერს თსუ-ს იმ  სტუდენტურ თვითმმართველობას.

სტუდენტები მანიფესტში აცხადებენ, რომ რეალურად კონსერვატორიის სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, აქციის დაწყების პირველივე დღიდან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად ვიბრძოდით სისტემური ცვლილებებისთვის, რომლებმაც ფართო გამოხმაურება ჰპოვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ მისი ხელმომწერი სტუდენტები მივმართავენ სიმონ ჩაჩანიძეს, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

“თუ უახლოეს ხანებში, ის არ მოიხდის საჯაროდ ბოდიშს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება სტუდენტების მხრიდან, რაც გულისხმობს პროტესტის გამოხატვას აქციის სახით, რომლის მიზანიც იქნება მისი პასუხისმგებლობის დაყენება და  გადაყენება”, – აცხადებენ სტუდენტები. 

სტუდენტები აცხადებენ, რომ ბოლომდე დაუჭერენ მხარს აუდიტორია 115-ს, რათა შექმნან ახალი საგანმანათლებლო სისტემა, რომელშიც მთელი პასუხისმგებლობით სტუდენტები ჩაერთვებიან.

 

თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიის სტუდენტთა ნაწილი მათი თვითმმართველობის პრეზიდენტის, სიმონ ჩაჩანიძის განცხადებას ემიჯნ…

Posted by netgazeti.ge on Friday, March 18, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი