ახალი ამბები

ეპისკოპოსი სპირიდონი პრეზიდენტს გარყვნილს უწოდებს (ვიდეო)

17 მარტი, 2016 • 1616
ეპისკოპოსი სპირიდონი პრეზიდენტს გარყვნილს უწოდებს (ვიდეო)

16 მარტს youtobe-ზე გავრცელდა სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის ქადაგება, სადაც ის საუბრობს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე და ამ კადრებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე. ეპისკოპოსმა ქადაგებაში პრეზიდენტს უწოდა ზნედაცემული, გარყვნილი და უბედური. ის ასევე მიმართავს მოსახლეობას, როდესაც არჩევნები იქნება, “არ მიუშვათ ხელისუფლებაში ასეთი ზნედაცემული”.

ეპისკოპოსმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტების გამოხმაურებაზე პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას უწოდა დაცემული გონების წივილ-კივილი, რითაც “ასიამოვნებენ ოკეანისგაღმელ დამფინანსებლებას და გრანტის მომცემებს”.

საპატრიარქოს ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება, რამდენად გამოხატავს ეპისკოპისის ეს სიტყვები  საპატრიაქროს პოზიციას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი