ახალი ამბები

თსუ-ს პირველ კორპუსთან აუდიტორია #115-ის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

16 მარტი, 2016 • 1320
თსუ-ს პირველ კორპუსთან აუდიტორია #115-ის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

აუდიტორია #115-ის მხარდამჭერები თსუ-ს პირველ კორპუსის გვერდით შეიკრიბნენ. სტუდენტის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მათი ღონისძიება არ არის თვითმმართველობის აქციის კონტრაქცია, რომელიც პარალელურად პირველი კორპუსის ეზოში იმართება.

მისი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და შენობის შიგნით დარჩენილები უსაფრთხოდ არ იქნებიან.

აუდიტორია #115-ის მხარდამჭერები თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. საპროტესთო აქციები გრძელდება. ლევან ლორთქიფანიძის თქმით, აქცია არ არის თვითმმართველობუს აქციის კონტრაქცია. პროტესტი კი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და შენობის შიგნით დარჩენილები უსაფრთხოდ არ იქნებიან.

Posted by netgazeti.ge on Wednesday, March 16, 2016

აუდიტორია #115-ის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის თვითმმართველობის სისტემის სტრუქტურული რეფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას უნივერსიტეტის ფინანსებზე დაშვების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, უნდა გამოიძიონ თსუ-ში მომუშავე ოდეერის საკითხი.

რაც შეეხევა სტუდენტურ თვითმმართველობას, ისინი რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი