ახალი ამბები

შსს: თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

16 მარტი, 2016 • 1103
შსს: თბილისის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  თბილისის ინტერპოლმა, საპატრულო პოლიცამ და გამშვები პუნქტის, „სადახლოს“ თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 55 წლის ჰუსეინ თ. საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას დააკავეს.

შსს აცხადებს, რომ ჰუსეინ თ. ანკარის ინტერპოლის მიერ 06.10.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. მათივე ცნობით, ჰუსეინ თ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 252/1, 252/2, 53/1-a, b, c53/1-d-e, 43/1, და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მექრთამეობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ამჟამად ჰუსეინ თ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი