ახალი ამბები

თსუ-ს თვითმმართველობის წევრები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

15 მარტი, 2016 • 2275
თსუ-ს თვითმმართველობის წევრები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა1 5 მარტს განაცხადა, რომ აპირებს შიმშილობის დაწყებას რექტორ ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით.  

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორის და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს კაბინეტები დღეს დაიკავეს. შიმშილობის დაწყებას ისინი სწორედ აკადემიური საბჭოს სამუშაო ოთახში გეგმავენ, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი სტუდენტი აპირებს შიმშილობას. თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაურის თქმით, მოილაპარაკებენ და შეაჯერებენ, ვინ დაიწყებს შიმშილობას.

“ყოველგვარ ზღვარს გასცდა ის ცილისწამება, რაც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არანაირი გზა არ დაგვიტოვეს, არანაირ ინსტიტუციურ წესრიგზე საუბარი არ არის. ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავეები, თუ ინსტიტუციური წესრიგი არ არის უნივერსიტეტში. ასე არ შეიძლება,  სამართლებრივი შერჩევითობა არ უნდა ხდებოდეს სტუდენტებს შორის”, – განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ოდეერის არსებობას უნივერსიტეტში:

“რასაც ემატება ისიც, რომ პაპავა სამი წელი დუმდა ამის შესახებ”. 

თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა რექტორის კაბინეტი დღეს ძალით დაიკავეს. ამ დროს რექტორი კაბინეტში არ იმყოფებოდა. უნივერსიტეტის პროფესორმა დიანა ძიძიგურმა განაცხადა, რომ პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია და არ დაუცავს კაბინეტი სტუდენტების იქ შეჭრისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი