ახალი ამბები

პაპავას კაბინეტი დაიკავეს, “რექტორი თსუ-შია”, თუმცა ზუსტი ადგილასამყოფელი უცნობია

15 მარტი, 2016 • 2678
პაპავას კაბინეტი დაიკავეს, “რექტორი თსუ-შია”, თუმცა ზუსტი ადგილასამყოფელი უცნობია

თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, თავად პაპავას ზუსტი ადგილსამყოფელი კი უცნობია. როგორც ნეტგაზეთს თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პაპავა ამჟამად უნივერსიტეტში იმყოფება და სხვა კოლეგებთან ერთად მუშაობს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე.

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.

თვითმმართველობის მხარდამჭერ სტუდენტთა ნაწილმა უნივერსტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის სამუშაო სივრცე დაიკავა, სადაც ამ დროისთვისაც იმყოფებიან.

ერთ-ერთი პროფესორის, დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ თვითმმართველობის წევრებს ხელი არ შეუშალა, რომ რექტორის კაბინეტი დაკავებინათ.

თსუ-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კაბინეტის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას მიმართეს, თუმცა შედეგი უცნობია. შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა ამ უნივერსიტეტში შეუძლებელი და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი