ახალი ამბები

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს კაბინეტი თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს

15 მარტი, 2016 • 2409
თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს კაბინეტი თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს

თვითმმართველობის მხარდამჭერ სტუდენტთა ნაწილმა უნივერსტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის სამუშაო სივრცე დაიკავა, სადაც ამ დროისთვისაც იმყოფებიან. თსუ-ს ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ამ ფაქტზე უკვე მიმართეს პოლიციას.

ერთ-ერთი პროფესორის, დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ თვითმმართველობის წევრებს ხელი არ შეუშალა, რომ რექტორის კაბინეტი დაკავებინათ.

რექტორის თანაშემწის, ირმა რუხაძის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა აღნიშნულ ფაქტზე:

“ჩვენ მივმართეთ კრიმინალური და საპატრულო პოლიციას. სტუდენტები ძალით შეიჭრნენ რექტორის კაბინეტში. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანიზაციაა ჩვენი სახელმწფო უნივერსიტეტი და უნდა მოხდეს რეაგირება.”

თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა ამ უნივერსიტეტში შეუძლებელი გახდა და ამ სივრცეში ელოდებიან, რომ უნივერსიტეტის რექტორი გადადგეს:

“სამართლებრივი წესრიგის დაცვა ამ უნივერსიტეტში გახდა შეუძლებელი რეალურად და არის საუბარი იმაზე, რომ არც ერთ ინსტიტუციას პატივს არ ვცემთ, პატივაყრილი ინსტიტუციები გვყავს, შეუძლებელი არის მათი მუშაობა. ანუ არ ჩაატარებინა კონკრეტულმა ჯგუფმა იმიტომ, რომ არ ჰქონდა სურვილი, უმაღლეს წარმომადგენლობით საბჭოს სხდომა და ასეთ რაჟიმში რა წესრიგზე არის საუბარი. ჩვენს მიმართ ძალიან ბევრი ცილისმწამებლური ბრალდებები გაისმის და ეს სტუდენტობა არის გაბრაზებული. როდესაც 1500-ზე მეტი სტუდენტი გამოდის ინსტიტუცური წესრიგის მოთხოვნით და რექტორს სთხოვს პასუხს, რატომ ფარავდა 3 წელი ოდეერს უნივერსიტეტში და ახლა, დაძაბულობის პერიოდში, მეტი ესკალაციისთვის გაახსენდა, რომ სხვანაირი ლოგიკა არ არსებობს. ეს არ იყო წინდაუხედავი ქმედება იმიტომ, რომ რექტორი წინდაუხედავი პიროვნება არ არის. ახლა, ამ რეჟიმში, ჩვენ ვდგავართ ბოლომდე აქ და ველოდებით გადადგომის გადაწყვეტილებას.”

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.

თსუ-ს რექტორისა და აკადემიური საბჭოს სამუშაო სივრცე თვითმმართველობის წევრებმა დაიკავეს.


მოვლენების მოკლე  ქრონოლოგია

07.03.2016 –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

09.03.2016 თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. “ოდეერის ინსტიტუტი”, რაც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.

10.03.2016თსუ-ს კანცლერის არჩევნები სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებს უნივერისტეტის სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსში გაათენეს.

11.03.2016ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

11.03.2016  თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად რესპუბლიკური დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზირება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

11.03. 2016 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა.  სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

12.03.2016აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, საპროტესტო აქციებიგაგრძელდებოდა. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.

13.03.2016 თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. სტუდენების აქცია 13 მარტსაც გაიმართა. სტუდენტების ნაწილმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათია.

14.03.2016თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.  თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო სხვა სტუდენტები “არ გადადგე”.  კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგება.

იმავე საღამოს თვითმართველობის აქციის მონაწილეებმა ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ. მათგან რამდენიმემ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.

პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.

14.03.2015 გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან მისი კანდიდატურა მოხსნა.

15.03.2016თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. პროფესორ დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელი და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს და შიმშილობის აქცია დაანონსეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი