ახალი ამბები

საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

4 ივლისი, 2011 • 1095
საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა.

ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც,  ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ მინისტრს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრების მთავარი თემა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები იქნება.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს 6 ივლისს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი