ახალი ამბები

ანონსი: 15 მარტი

14 მარტი, 2016 • 1697
ანონსი: 15 მარტი

09.45 სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

10:00 შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (ნოე რამიშვილის 38) შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი  ფარული პატრულირების საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს (“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი,”ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”) ხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენლები.

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,, ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“  წევრი თემურ გრიგალაშვილი, რაიონულ გამგეობებში გამოცხადებულ საგზაო ტენდერებში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისფუფლების #2

11:00 სასტუმრო რუმსში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი მართავს შეხვედრას,სადაც განიხილება გენდერული თანასწორობის საკითხი განათლებაში.

11:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია იწყება.

მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

11:00 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიულისაქართველოსთვის“ ინიციატივით, ნავთობკომპანია „ფრეგოსა“ და შშმ პირებისთვის განკუთვნილი დღისცენტრების ხელმძღვანელებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: თავისუფლების N2 (თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო).

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატი ნონა ფილაური კერძო კომპანიებზე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს

12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი
კარდიოლოგიის ცენტრში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას
გაეცნობა.
მის: ლუბლიანას ქ.#4

15:00 საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი