ახალი ამბები

სილქნეტისა და კავკასუსის მომხმარებლებს youtube.com-ზე წვდომა აღუდგათ

14 მარტი, 2016 • 2337
სილქნეტისა და კავკასუსის მომხმარებლებს youtube.com-ზე წვდომა აღუდგათ

დღეს, დაახლოებით 13:30 საათზე, სილქნეტისა და კავკასუსის მომხმარებლების ნაწილს youtube.com-ზე წვდომა აღუდგათ.

სილქნეტისა და კავკასუსის მომხმარებლების ნაწილს youtube.com-ზე წვდომა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა.

სილქნეტი საქართველოდან youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვას ტექნიკური ხარვეზით ხსნის.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი youtube-ზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოს, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს, ასევე, მუქარას რამდენიმე ქართველ პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ დატოვებენ პოლიტიკას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.

Youtube-ზე წვდომა 20 წუთის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ კავკასუს ონლაინის ქსელის აბონენტებს 11 მარტსაც, როცა გამოქვეყნდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

თუმცა “კავკასუს ონლაინმა” მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, დროებით, ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც გაითიშა, თუმცა შესაბამის უწყებებს დღემდე ნათლად არ განუმარტავთ, რატომ მოხდა ეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი