ახალი ამბები

სილქნეტისა და კავკასუსის ქსელის აბონენტებს youtube-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ

14 მარტი, 2016 • 1720
სილქნეტისა და კავკასუსის ქსელის აბონენტებს youtube-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ

დღეს, 14 მარტს, “კავკასუსისა” და “სილქნეტის” მომხმარებლების ნაწილის youtube.com-ზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი youtube-ზე  გამოქვეყნებულ ახალ  ვიდეოს, რომელზეც ასახულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და შეიცავს მუქარას რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მიმართ, რომ თუ არ დატოვებენ პოლიტიკას, გამოქვეყნდება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.

Youtube-ზე წვდომა 20 წუთის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ კავკასუს ონლაინის ქსელის აბონენტებს 11 მარტსაც,  როცა გამოქვეყნდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

თუმცა “კავკასუს ონლაინმა” მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, დროებით, ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც გაითიშა, თუმცა შესაბამის უწყებებს დღემდე ნათლად არ განუმარტავთ, რატომ მოხდა ეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი