ახალი ამბები

თსუ-ს გაზეთის რედაქტორი უნივერსიტეტში ცენზურაზე საუბრობს

13 მარტი, 2016 • 1835
თსუ-ს გაზეთის რედაქტორი უნივერსიტეტში ცენზურაზე საუბრობს

თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო.

ვიდეომასალას განცხადების შესახებ თსუ-ს სტუდენტები ავრცელებენ.

თსუ-ს გაზეთის რედაქტორი, ნაცმოძრაობის დროინდენ სისტემაზე და გიორგი გაფრინდაშვილზე ღიად საუბრობს !

Posted by Gio Kokhodze on Sunday, 13 March 2016

Share, repost!!!თსუს გაზეთის რედაქტორი ნინო კაკულია: 2012 წელს გიორგი გაფრინდაშვილმა მაიძულა უნივერსიტეტის გაზეთიდან…

Posted by Otto Kobakhidze on Sunday, 13 March 2016

 

ნინო კაკულია აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც თსუ-ს რექტორი ალქესანდრე კვიტაშვილი იყო, მას მკაცრად მოუწოდეს “სიტყვა” პრობლემა არ დაბეჭდილიყო საუნივერსიტეტო გაზეთში. გაზეთის სტატიების მაკონტოლებლად კი გიორგი გაფრინდაშვილი მიუვლინეს.

“ოფიციალურად განცხადებით მომმართეს, რომ სიტყვა “პრობლემა” არ უნდა დაიბეჭდოს უნივერსიტეტის გაზეთში, ძალიან მკაცრი ტონით. ზოგიერთი გმირია, ზოგიერთი არ არის – რაღაცნაირად, მე მაშინ არ მქონდა საშუალება არსად დასაქმების და შიდა წრეებში, კოლეგებთან ვაფიქსირებდი ჩემს პროტესტს, მაგრამ იძულებული ვიყავი, დავქვემდებარებულიყავი, ამ მოწოდებას.

ეს მოდიოდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან, 2012 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი. გიორგი გაფრინდაშვილი გამოყვეს ჩვენთვის პირადად, რომ ხელმძღვანელობის მითითებები შეესრულებინა. ის გაზეთის სტატიებს კითხულობდა და თუ დავუშვათ, სადმე იყო პრობლემაზე საუბარი, ზემოდან მითითების თანახმად, გვაღებინებდა გაზეთიდან. ეს ფაქტი ნამდვილად შემიძლია დავადასტურო. ეს გახმოვანდა მაშინ, როდესაც ვიცე-რექტორი იყო მარინე ჩიტაშვილი და მან მე კატეგორიულად მომთხოვა დამესახელებინა მიზეზი, თუ რატომ ამოიღეს მისის ერთ-ერთი სტატია გაზეთიდან. როგორც ჩანს, მსგავსი პრეცენდენტების შესახებ სხვა პროფესორებიც საუბრობდნენ, რომლებიც მაშინ უმცირესობაში, იმ ხელისუფლების ოპოზიციაში იყვნენ.

2012 წლის არჩევენების შემდეგ, მე მივწერე გიორგი გაფრინდაშვილს, რომ უკვე აღარ იყო საჭირო გაზეთის კონტროლი და ჩვენ თვითნებურად დავიწყეთ გაზეთში ყველანაირი მასალის დაბეჭვდა,” – ამბობს ნინო კაკულია ნეტგაზეთთან საუბარში.

ნინო კაკულიას მიერ აღწერილ პერიოდში, გიორგი გაფრნიდაშვილი უნივერსიტეტის კანცლერის თანაშემწე იყო. ამჟამად გაფრინდაშვილი ნეტგაზეთის ზარებს არ პასუხობს.

კაკულია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ საუბარი მხოლოდ სტუდენტების მიერ შეხვედრაზე დასმული კითხვებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. როგორც უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორს, სურს შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია და არ უნდა მისი მონათხრობი რომელიმე მხარის მიმართ კეთილგანწყობად მიიჩნიოს ვინმემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, აქცებს მართავს. ისინი აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას თავისი კანდიდატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი