ახალი ამბები

სუს: ჯარიაშენში გზის მშენებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

13 მარტი, 2016 • 1566
სუს: ჯარიაშენში გზის მშენებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო საზღვართან, ახალი გზის გასაყვანად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სახელიმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ კვეთს. მათი განცხადებით, სამუშაოებს საოკუპაციო ძალები აწარმოებენ.

“ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის მშენებლობის სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. სახელიმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება მდგომარეობას და იმოქმედეს ვითარების შესაბამისად,” – აცხადებენ სუს-ში.

გზის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ გზა მათ ნაკვეთებსა და საძოვრებზე გადის, რომლებსაც წლებია ვეღარ იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი