ახალი ამბები

პატრიარქი, თბილისის მერი, მინისტრი და პატრიარქის ნათლულები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ

12 მარტი, 2016 • 1994
პატრიარქი, თბილისის მერი, მინისტრი და პატრიარქის ნათლულები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ

თბილისის მერიის ცნობით, დიღმის ტყე-პარკში დღეს 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო. გამწვანების ღონისძიებებში მონაწილეობდნენ დავით ნარმანია, ილია მეორე, გიგლა აგულაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. ასევე, საპატრიარქოს, ფონდ „გაამწვანე საქართველოს“, გარემოს დაცვის სამინისტროს, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები და პატრიარქის ნათლულები.

მერიის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე დიღმის ტყე-პარკში, 7 000 კვ .მ ფართობზე 1,50-2,50 მ სიმაღლის 600 კიპარისისა და კედრის ხე-მცენარე დაირგო.

„დღეიდან დედაქალაქში გამწვანების აქტიური ღონისძიებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 80 000-ზე მეტი ხე დაირგვება ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის შემოგარენში. ასევე, დავათვალიერეთ დიღმის ტყე-პარკში ის ხეები, რომლებიც პირველად დაირგო 2014 წლის შემოდგომაზე და ამით დავიწყეთ ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით ჩვენი წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულება. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საზოგადოების ჩართულობით გამწვანების სამუშაოებს, რათა ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის გამწვანებაზე და აუცილებელად შევასრულოთ ის, რაც თბილისის მოსახლეობას დავპირდით. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია დარგული ხეების მოვლა-პატრონობა, მათ შორის მორწყვაც. ამაზე ორი წლის განმვალობაში კონტრაქტორი კომპანიები იზრუნებენ. ყველანაირ პირობას ვქმნით, რომ ხეებმა მაქსიმალურად გაიხაროს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერია აცხადებს, რომ დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. მათივე ცნობით, 2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა, 100 000 ხე-მცენარე კი შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკში გამწვანების აქცია გაიმართა. გარემოს დაცვის მინისტრმ…

Posted by გარემოს დაცვის სამინისტრო on Saturday, March 12, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი