ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: პირმა ეგვიპტის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიისაკუთრა

12 მარტი, 2016 • 1484
საგამოძიებო სამსახური: პირმა ეგვიპტის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიისაკუთრა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქე გ. კ  თაღლითურად დაეუფლა დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც ეგვიპტის მოქალაქეს ეკუთვნოდა.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გ. კ. დაკავებულია.

“ბრალდებულმა,დაგეგმა ეგვიპტის მოქალაქის, მარკო გრეის საკუთრებაში არსებული, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კენჭიაშვილმა დაამზადა აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, თითქოს ეგვიპტის მოქალაქემ მას გადასცა მიწის ნაკვეთის განკარვის უფლება. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტით გ. კ-მ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა თავის სახელზე, რის შემდეგაც გაასხვისა საქართველოს მოქალაქეზე,”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე  მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმოს თაღლითობას და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი