ახალი ამბები

ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტრო ipn.ge-სთან ურთიერთობას წყვეტს

11 მარტი, 2016 • 1863
ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტრო ipn.ge-სთან ურთიერთობას წყვეტს

იუსტიციის სამინისტროს შემდეგ, სააგენტო ipn.ge -სთან ურთიერთობას თავდაცვის სამინისტროც წყვეტს. ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე თინა ხიდაშელი წერს.

“სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ,”- წერს ხიდაშელი.

სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედები…

Posted by Khidasheli Tinatin on Friday, March 11, 2016

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” და რადიო “ფორტუნასთან” თანამშრომლობას წყვეტს:

“საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან მომხდარის გამო აღარ ითანამშრომლებს.”

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მითითებით ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი. ეს ინფორმაცია IPN-მა და რადიო ფორტუნამ გამოაქვეყნეს და მათ ინფორმაციაში მითითებული იყო იმ პოლიტიკოსის ვინაობა, რომელსაც ეხება გავრცელებული ვიდეო.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი