ოსინფორმი: ”ოსმა სამართალდამცველებმა ქართველი ძებნილები ქართულ პოლიციას გადასცეს”

ოსური საინფორმაციო სააგენტო ”ოსინფორმი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალელმა სამართალდამცველებმა ქართველ სამართალდამცველებს გუშინ, 23 ივნისს, ორი ძებნილი – ანზორ პარკაძე და ალექსანდრე ნინოშვილი გადასცეს.

ოსური საინფორმაციო სააგენტო ”ოსინფორმი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალელმა სამართალდამცველებმა ქართველ სამართალდამცველებს გუშინ, 23 ივნისს, ორი ძებნილი – ანზორ პარკაძე და ალექსანდრე ნინოშვილი გადასცეს.

როგორც ”ოსინფორმი”იტყობინება,  ოსმა სამართალდამცველებმა ორი ქართველი რუსების მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონის სოფელ ძიგლევში 22 ივნისს დააკავეს. დაკავებულებს თან გადაჭრილი თოფი ”აბრეზი” და ხელყუმბარები აღმოაჩნდათ.

”დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი ლენინგორის რაიონში ნათესავებთან იმიტომ იმალებოდნენ, რომ თავი აერიდებინათ სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის და დამალვოდნენ ქართულ პოლიციას,”- წერს ოსური სააგენტო.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ოსმა სამართალდამცავებმა დაკავებულები ქართველ პოლიციელებს გუშინ გადასცეს . ”ოსინფორმის” ინფორმაციით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციიის წარმომადგენელმა შალვა ტრამაკიძემ ”გამოვლენილი ჰუმანიზმის გამო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისადმი მადლიერება  გამოხატა და განაცხადა, რომ ქართული მხარე შესაბამისად შეაფასებს ამ კეთილი ნების აქტს.”

ცხინვალის ხელისუფლების სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკებების შედეგად ისინი ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.

”ოსინფორმი” ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ქართველმა სამართალდამცავებმა ოფიციალურად მიმართეს ცხინვალელ კოლეგებს კიდევ სამი ძებნილის დაკავების შესახებ, რომლებიც ცხინვალის რეგიონს აფარებენ თავს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულ ანზორ პარკაძესა და ალექსანდრე ნინოშვილს ქართველი სამართალდამცავები მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ეძებდნენ.

აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ავრცელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ნეტგაზეთი დღის განმავლობაში ინფორმაციის გადამოწმებას ქართველ სამართალდამცველებთან ეცდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თაზო კუპრეიშვილი