ახალი ამბები

პრემიერი გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვს, თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოხსნას

11 მარტი, 2016 • 1715
პრემიერი გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვს, თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოხსნას

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვს, თსუ-ს კანცლერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ამის შესახებ მის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს:

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით.

ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას”, -აცხადებს კვირიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით.ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას.

Posted by Giorgi Kvirikashvili on Friday, March 11, 2016

პრემიერის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ უნივერსიტეტის საქმეებში ჩარევისგან. როგორც პაპავა აცხადებს, ერთადერთი, რითიც შეიძლება პოლიტიკოსები უნივერსიტეტს დაეხმარონ, არის ცვლილებების შეტანა კანონში, რომელიც უმაღლესი განათლების საკითხს არეგულირებს.

“უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და როცა უნივერსიტეტში გარკვეული პროტესტია, არის გარკვეული მოძრაობა, მე ვთხოვ ყველა პოლიტიკოსს, რომ არ ჩაერიონ საუნივერსიტეტო საქმეებში, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ეს არის პრინციპული. გუშინ გაკეთდა შესანიშნავი განცხადება. განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტის ღვაწლმოსილმა 14-მა პროფესორმა, რომელებმაც მოსთხოვეს ყველას და, პირველ რიგში, პოლიტიკურ ძალებს, რომ უნივერსიტეტს სცენ პატივი და არ ჩაერიონ უნივერსიტეტის საქმეში – ეს არ შეიძლება. მე, როგორც რექტორი, ასევე მოვუწოდებ და თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, ნუ ჩაერევიან უნივერსიტეტის საქმეში. ერთადერთი, რითიც შეიძლება უნივერსიტეტებს დაეხმარონ პოლიტიკოსები, შესაბამის კანონში, რომელიც უმაღლესი განათლების საკითხს არეგულირებს, მიიღონ ისეთი ცვლილებები, რომელიც გაზრდის უნივერსიტეტის ავტონომიურობას და კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას,” – განაცხადა თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ.

დღეს, 11 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან სასაუბროდ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა მასთან საუბარი არ ისურვეს.

თსუ-ში მიმდინარე სტუდენტური აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა და არ მიეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში.

უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილია დასახელებული, რომელსაც აკადემიური საბჭო ასარჩევად სენატს წარუდგენს.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. 2012 წლამდე მუშაობდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კანდიდატურას არ მოხსნის.

UPDATE: სტატიის სათაურში თავდაპირველად ეწერა, რომ პრემიერი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებდა, რაც არ შეესაბამება რეალობას, იგი გაფრინდაშვილს სთხოვს არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი