ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: “ერთად გავაპროტესტოთ დასუფთავების ახალი გადასახადის შემოღება”

23 ივნისი, 2011 • • 1023
თინა ხიდაშელი: “ერთად გავაპროტესტოთ დასუფთავების ახალი გადასახადის შემოღება”

საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი თბილისელებს დასუფთავების გადასახადის გაზრდის გაპროტესტებიკენ მოუწოდებს.

“თბილისის მერის მიერ შემოთავაზებული პროექტი სრულიად აბსურდული, ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებულია. ეს იქნება მორიგი კაბალური ვალდებულება, რომელსაც თბილისელებს დააკისრებენ, ხელისუფლების მხრიდან რაიმე დამატებითი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღების გარეშე. გადასახადის ზრდას საერთო არაფერი აქვს სერვისის გაუმჯობესებასთან, ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლასა და მის ადმინისტრირებასთან. ეს ოთხი წლის წინათ განხორციელებულმა “თბილისის წყლის” პრივატიზაციამაც დაადასტურა.”,–ნათქვამია განცხადებაში.

ცვლილებების პროექტი, რომელიც საკრებულოში თბილისის მერიის ინიციატივით შევიდა, ითვალისწინებს დასუფთავების გადასახადის მიბმას ელექტროენერგიის გადასახადთან და ტარიფის დადგენას დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით.  ერთ  კილოვატ დახარჯულ ელექტროენერგიაზე გათვალისწინებულია 0.05 ლარი დასუფთავების გადასახადი. შგახსენებთ, თბილისში ელექტროენერგიის საფასურია 0.17 ლარი   ერთ კილოვატ ელექტროენრგიაზე. 

ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუკი ერთი ოჯახი თვეში დახარჯავს 100 კილოვატ ელექტროენერგიას, მისი დასუფთავების გადასახადი 5 ლარი გამოვა. 300 კილოვატის შემთხვევაში– 15 ლარი. 

2011 წლის დასაწყიში დასუფთავების ახალი ტარიფი შევიდა ძალაში და დღემდე  ერთ სულ მოსახლეზე 2.50 ლარია. გასულ წელს ეს ტარიფი 1.25 ლარს შადგენდა.

“მივმართავთ ყველას: ვისაც გაინტერესებთ, ვისაც შეგიძლიათ ამ საკითხზე კვალიფიციურად იმსჯელოთ, ექსპერტიზა ჩაატაროთ, – მიიღეთ მონაწილეობა საკრებულოს ხვალინდელი სხდომის მუშაობაში! ამისი უფლება ყველა თბილისელს გაქვთ. ასევე მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს: ნუ შეუქმნით სხდომაში მონაწილეობის მიღების მსურველ ადამიანებს ხელოვნურ ბარიერებს – მაგალითად, საშვების აკრძალვით”,–ნათქვამია ხიდაშელის მიმართვაში.

 

ამავე თემაზე:

გამოთვალე შენი ოჯახის დასუფთავების გადასახადი

დასუფთავების გადასახადი სავარაუდოდ ძვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი