ახალი ამბები

სტუდენტებთან პრეზიდენტის მრჩევლები მივიდნენ

11 მარტი, 2016 • 1795
სტუდენტებთან პრეზიდენტის მრჩევლები მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, კახა კოჟორიძე და სოფო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდნენ და იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც მეორე დღეა აქციას მართავენ.

პრეზდენტის მრჩევლებმა სტუნდეტებისგან მათი მოთხოვნები პირადად მოისმინეს. როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა ლევან ლორქიფანიძემ პრეზიდნეტის წარმომადგენლებს უთხრა, სტუდენტებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ- ისინი აპროტესტებენ გიორგი გაფრინდაშვილის შესაძლო კანცლერობას და მოითხოვენ გამჭვირვალე გამოძიებას უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტთან დაკავშირებით:

მანამდე უნივერსიტეტში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მივიდა და სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა. სტუდენტებმა სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეს, თუმცა მასთან საუბრის გაგრძელება არ ისურვეს, რადგანაც ერთ-ერთ სტუდენტ გიორგი კოხოძის თქმით, სტუდენტებს არ სურთ, რომ ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს სტუდენტების ხარჯზე.

თუმცა დავით ბერძენიშვილმა შეხვედრისას სტუდენტებს უთხრა, რომ იქ არ მისულა იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები სჭირდება.

“მე მოვედი აქ, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ. მე აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მჭირდება პოლიტიკური ქულები . მე აქ, ამ უნივერსიტეტის ღირსებას ვიცავდი, თქვენი ტოლი რომ ვიყავი. აქედან წამიყვანეს და დამაპატიმრეს საბჭოთა პერიოდში. ასე რომ, ერთმანეთს ნუ შევეჯიბრებით,” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი