ახალი ამბები

ომბუდსმენი ენგურის ხიდზე პატიმართა გაცვლის ფაქტს მიესალმება

10 მარტი, 2016 • 1174
ომბუდსმენი ენგურის ხიდზე პატიმართა გაცვლის ფაქტს მიესალმება

საქრთველოს სახალხო დამცველი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ციხეში მყოფ ოს პატიმრებზე განცხადებას ავრცელებდა, მიესალმება მათ გათავისუფლებას.

“2016 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას პატიმართა გათავისუფლების თაობაზე პრინციპით „ყველა ყველაზე“. ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდა რამდენიმე პირის გათავისუფლება, რომელთაც წლებია უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში. როგორც ოსი, ისე ქართველი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები რეგულარულად მიმართავდნენ სახალხო დამცველის აპარატს, ატყობინებდნენ მათი მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის, საპატიმროში გაუსაძლისი პირობებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ და ითხოვდნენ, მხარეების ურთიერთშეთანხმებით, პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებას”, – წერს ომბუდსმენი.

გაცვლილი ოსი პატიმრებიდან სამი, გიორგი ზასაევი, იოსებ კოჩიევი და გიორგი ვალიშვილი, გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით იყვნენ გასამართლებული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პატიმრების მშობლებმა შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. მათ უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი