ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისმა ცხინვალს 4 შეწყალებული პატიმარი სოხუმში მყოფი 14 პატიმრის სანაცვლოდ გადასცა

10 მარტი, 2016 • 1204
თბილისმა ცხინვალს 4 შეწყალებული პატიმარი სოხუმში მყოფი 14 პატიმრის სანაცვლოდ გადასცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ენგურის ხიდთან ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლაზე განცხადებას ავრცელებს.

“ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შედგა პატიმრების გათავისუფლება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა”, – წერია განცხადებაში.

პატიმრების გათავისუფლება, ოფიციალური ინფორმაციითვე, სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.

“ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული პირები არიან: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი. სანაცვლოდ კი, აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ, თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია-ასეევა დიანა და მიხეილ ქრისტესიაშვილი; ხოლო ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა, გრიგალაშვილი თეიმურაზ  და ფუხაევი იგორ”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი