ახალი ამბები

10 მარტს სტუდენტები თსუ-ში აქციას გამართავენ

10 მარტი, 2016 • 1913
10 მარტს სტუდენტები თსუ-ში აქციას გამართავენ

დღეს, 10 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის არჩევნები სტუდენტების აქციის ფონზე გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 16 საათზე, არჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე სტუდენტები შეიკრიბებიან და კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას გააპროტესტებენ.

უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილია დასახელებული, რომელსაც აკადემიური საბჭო ასარჩევად სენატს დღეს წარუდგენს.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010 წლიდან 2012 წლამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

“გიორგი გაფრინდაშვილი სწორედ იმ ორგანიზაციის წევრი იყო, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაფორმალურ, ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა. იმდროიდნელი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები სწორედ სტუდენტებზე ძალადობისა და პარტიული ინტერესების გატარების ხარჯზე შემდგომ პოლიტიკურ კარიერას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე აგრძელებდნენ”, – წერია სტუდენტების განცხადებაში.

სტუდნეტების კითხებს ისიც უჩენს, რომ 7 მარტს, სტუდენტებთან შეხვედრისას რექტორმა აღიარა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ოდეერის ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ივა კავსაძე, გიორგი გაფრინდაშვილის კურსელი იყო.

სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ღიად უჭერს მხარს გიორგი გაფრინდაშვილს და თუ იგი თსუ-ის კანცლერი გახდება, ისედაც პრივილეგირებული თვითმმართველობა უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს და სტუდენტებს შორის უთანასწორობა შემცირების ნაცვლად გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი