ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

10 მარტი, 2016 • 1308
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თაღლითობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, ტ. ლ. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ისარგებლა რა იმჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობით, მოქალაქეს მოატყუა, თითქოს კვლავ მუშაობდა გორის გამგეობაში მაღალ თანამდებობაზე და სასურველი მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დახმარების, კერძოდ, შეღავათიან ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოსთხოვა 18 000 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ მოტყუებით გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი- 9 000 აშშ დოლარი.

დაკავებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი