ახალი ამბებიხელოვნება

თბილისის ოპერის თეატრში სტუდენტებისთვის ბილეთებზე ფასდაკლება ამოქმედდება

9 მარტი, 2016 • 3236
თბილისის ოპერის თეატრში სტუდენტებისთვის ბილეთებზე ფასდაკლება ამოქმედდება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერაში სტუდენტებისათვის ბილეთების ფასებზე შეღავათები დაწესდება. თეატრის ინფორმაციით, ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისათვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.

ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სტუდენდური ბილეთები კიდევ უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ოპერისა და ბალეტისადმი.

10 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი