ახალი ამბები

კვაჭანტირაძე: საპარამენტო უმრავლესობა თურქეთზე გოგი თოფაძის განცხადებას ემიჯნება

9 მარტი, 2016 • 1345
კვაჭანტირაძე: საპარამენტო უმრავლესობა თურქეთზე გოგი თოფაძის განცხადებას ემიჯნება

საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი დეპუტატ გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას თურქეთთან დაკავშირებით ემიჯნება და აცხადებს, რომ დეპუტატის განცხადება სრულიად ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციას. ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს:
“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,” – აცხადებს კვაჭანტირაძე.

დღეს, 9 მარტს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  გოგი თოფაძემ ოკუპაციის კონტექსტში თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს შეადარა:

“როცა დაიწყო ლაპარაკი, რომ გაზპრომიდან დამატებითი აირი შეიძლება მივიღოთ, ამას სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ეკონომიკურად თუ ვლაპარაკობთ, რაც უფრო მეტი მომწოდებელი გყავს, ეს უფრო ეკონომიური იქნება, სავაჭრო გვექნება. ამაზე ააგეს, თურმე როგორ შეიძლება, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. მწვანილის გატანა შეიძლება და სხვადასხვა ღვინის, და თუ ასე ვუდგებით, თურქეთიდან ათასი ნაგავი რომ შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?”

მასალების გადაბეჭდვის წესი