ახალი ამბები

რატიანი ქორწინების საკონსტიტუციო ინიციატივაზე: ეს საკითხი დარეგულირებულია კანონით

9 მარტი, 2016 • 1389
რატიანი ქორწინების საკონსტიტუციო ინიციატივაზე: ეს საკითხი დარეგულირებულია კანონით

“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივები 3 წლის წინ დაიწყო ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ კანონით და დამთავრდა იმის გარკვევით, თუ რას ნიშნავს ქორწინება”, – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ქორწინების განმარტება დარეგულირებულია კანონით და “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს  იმის გარდა, რაც უნდა გააკეთოს.

“თავისთავად, ეს საკითხი დარეგულირებულია კანონით, მაგრამ საინტერესოა ის, რომ “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერს, იმის გარდა, რაც უნდა გააკეთოს – ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, უსაფრთხოების და სხვა ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უმრავლესობამ და სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. ამის მაგივრად ვხედავთ იმას, რომ “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივები 3 წლის წინ იწყებოდა ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ კანონით და დამთავრდა იმის გარკვევით, თუ რას ნიშნავს ქორწინება. მათ უნდათ კონსტიტუცია გადააქციონ მოზარდებისთვის ლექსიკონად, სადაც შეიძება, მაგალითად, იგივე წარმატებით ჩავწეროთ, ვინ არის დედა, ან ვინ არის მამა… ათასი მრუშობა, ან ათასი ცნება. ისინი ამითი არიან გართულები და ჩვენ გვექნება სხვა საქმე საკეთებელი,” – ასე უპასუხა სერგო რატიანმა “ნეტგაზეთის” კითხვას, დაუჭერს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციას.

7 მარტს, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება განიმარტება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა. თუმცა კოალიციაში შემავალმა “რესპუბლიკურმა” პარტიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მოხმრე არ არის.

ამგვარი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით, 2014 წლის 28 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. აღნიშნული ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი