საზოგადოება

იაპონიის საელჩოსთან მწუხარების გამოსახატად

12 მარტი, 2011 • 1401
იაპონიის საელჩოსთან  მწუხარების გამოსახატად

ფეისბუქის გვერდზე იაპონიის საელჩოსთან მისვლა და მწუხარების გამოხატვა 270 –მამომხმარებელმა დაადასტურა, თუმცა, საეჩოსთან დღეს მხოლოდ რვა ფორუმელი მივიდა.

„რატომღაც გვეგონა, მეტი მოვიდოდა მწუხარების გამოსახატად. როდესაც ფეისბუქში დღევანდელი შეკრება დაიგეგმა, ბევრად მეტმა გამოთქვა აქ მოსვლის სურვილი“, –ამბობს თორნიკე ნამიჭეიშვილი.

თორნიკე აღმოსავლეთმცოდნეა და იაპონურს სწავლობდა. ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები იაპონური კულტურის თაყვანისმცემლები არიან. იაპონიის საელჩოსთან დღევანდელ შეკრებაზე კი იაპონელი ხალხის გუშინდელი ტრაგედიის გამო მივიდნენ.

იაპონიის საელჩოსთან შეკრებილებს საელჩოს წარმომადგენელმა მისვლისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინ იაპონიის დედაქალაქიდან  ჩრდილო აღმოსავლეთით 373 კმ-ში  იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია.

მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობა, ამდროინდელი მონაცემით, 1200-ზე მეტია.  ათასობით ადამიანი კი დაკარგულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი