საზოგადოება

40 დღე აბორტის წინააღმდეგ [video]

10 მარტი, 2011 • • 1419
40 დღე აბორტის წინააღმდეგ [video]

„აბორტი აჩერებს გულისცემას“, „სანამ შენ გამოისახებოდი, უფალი გიცნობდა შენ“, „გაიღიმე, დედამ აირჩია სიცოცხელე“ -ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში ორგანიზაცია „სიცოცხლისათვის“  წევრები მეორე დღეა აქციას პარლამენტის წინ მართავენ.

ორგანიზაციის მინიმუმ 2 წარმომადგენელი აბორტის საწინააღმდეგო ტრანსფარანტებით ხელში ყოველდღე, დილის 08:00-დან 10:00 საათამდე, პარლამენტის წინ 40 დღის მანძილზე იქნება გაჩერებული. აქცია 9 მარტს დაიწყო და 17 აპრილს დასრულდება.

„40 დღე სიცოცხლისათვის“ – ასე ჰქვია აბორტის საწინააღმდეგო კამპანიას, რომელიც საქართველოს ქალაქების გარდა მსოფლიოს 247 ქალაქში იმართება.

ორგანიზატორების თქმით, კამპანია „40 დღე სიცოცხლისათვის“ 3 კომპონენტისგან შედგება: ლოცვა და მარხვა, მშვიდობიანი მორიგეობა და მოსახლეობასთან მუშაობა, რაც ხალხში აბორტის საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვას გულისხმობს.

აქციის ორგანიზატორებს აბორტი მკვლელობად, ქრისტიანული რელიგიისთვის შეუფერებელ საქციელად მიიჩნევენ, რომელიც არღვევს 10 მცნებას.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ არავის განსჯას არ ვაპირებთ. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით ქალებს აბორტის შემდგომი სტრესის დაძლევაში, ვმკურნალობთ მათ,“-უთხრა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ორგანიზაცია „სიცოცხლისათვის“ კოორდინატორმა კეროლინ რაიზმა.

მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, ორგანიზატორებმა აქციის ჩატარების ადგილად პარლამენტი  აირჩიეს. მათი სურვილია, რომ აბორტის საწინააღმდეგო კამპანიაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაერთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი