საზოგადოება

ძალადობა ციფრებში

10 მარტი, 2011 • 1031
ძალადობა ციფრებში

„საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია; მამების 52%, დედების 46% და მასწავლებლების 35 % ძალადობს ბავშვზე;  გამოკითხულთა 60 % ამბობს, რომ ბავშვობაში მამის მხრიდან დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობის 50 % – ფიზიკური და 15 % სექსუალური ძალადობის მომსწრე გახდა; გამოკითხულ მსხვერპლთა 58 % ქუჩაში გასვლისას და 48 % სახლში დარჩენისას თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს“.

ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც პროექტის „საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერპლთა დასახმარებლად“ ფარგლებში ჩატარდა.

2010 წელს ჩატარებული კვლევა ოჯახში ძალადობის პრობლემების კვლევას ისახავდა მიზნად. მთელი ქვეყნის მასშტაბით 1250–მდე ადამიანი გამოიკითხა.

აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი