საზოგადოება

H1N1 ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

2 თებერვალი, 2016 • 2626
H1N1 ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

H1N1 ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.

“დღეისათვის საქართველოში ათასობით ადამიანმა გადაიტანა გრიპი გართულების გარეშე. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მძიმე შემთხვევების მართვისათვის. მსგავსი სიტუაციების მართვის გამოცდილება საქართველოს ჰქონდა 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებზე, როდესაც დომინირებდა A/H1p ვირუსი. საქართველოში სიტუაცია ნაკლებად დრამატულია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. 2016 წლის მე-4 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს 100 000 მოსახლეზე, დაფიქსირდა 8 ლეტალური შემთხვევა (მ.შ. 6 ქრონიკული დაავადების მქონე პირებში).
მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე”, – აცხადებენ NCDC-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი