საზოგადოება

“ლეგოს” პირველი შშმ სათამაშო [ფოტო]

29 იანვარი, 2016 • 2915
“ლეგოს” პირველი შშმ სათამაშო [ფოტო]

ნურემბერგის და ლონდონის სათამაშოების ბაზრობაზე ლეგომ წარადგინა შშმ ფიგურა, რომელიც ეტლში ზის. “გარდიანის” ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ლეგოს სათამაშოების ისტორიაში, როდესაც კომპანია შშმ ფიგურას უშვებს გაყიდვაში.

ეტლიანი ფიგურა გაყიდვაში დამხმარე ძაღლთან ერთად გამოვა.

შშმ ფიგურების სათამაშოების ინდუსტრიაში ჩართვა ლეგოს 20 ათასამდე ადამიანმა სთხოვა პეტიციის სახით. ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტო (epa) ავრცელებს.

ლეგოს შშმ ფიგურა © EPA/DANIEL KARMANN

ლეგოს შშმ ფიგურა © EPA/DANIEL KARMANN

ლეგოს შშმ ფიგურა © EPA/DANIEL KARMANN

ლეგოს შშმ ფიგურა © EPA/DANIEL KARMANN

მასალების გადაბეჭდვის წესი