საზოგადოება

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე – აუშვიცის ბანაკის გათავისუფლებიდან 71 წელი გავიდა [ფოტო]

28 იანვარი, 2016 • 3274
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე – აუშვიცის ბანაკის გათავისუფლებიდან 71 წელი გავიდა [ფოტო]

27 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. დღეს ამ თარიღიდან 71 წელი გავიდა.

სიტყვით “ჰოლოკოსტი” 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური  ხელისუფლების  და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, ჰომოსექუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი აღინიშნება.

ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.

2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა #60/7 რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრულ ან ნაწილობრივ უარყოფას. ამავე რეზოლუციით დაწესდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით

სანთლები ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის შემადგენელ ნაწილთან, თუჯის ფეხსაცმელთან. ბუდაპეშტი, უნგრეთი © EPA 27.01.2016

აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკების ყოფილი პატიმარი, მიროსლავ ცელკა და სხვა გადარჩენილები ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების გაუქმების 71-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე. ოსვენციმი, პოლონეთი. © EPA 27.01.2016

ბუშენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი უნგრელი პატიმარი თიურინგიას პარლამენტში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოხსენიების დღეს. გერმანია, ერფურტი. © EPA 27.01.2016

აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკების ყოფილი პატიმარი ტირის ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების გაუქმების 71-ე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე. ოსვენციმი, პოლონეთი. © EPA 27.01.2016

ყოფილი ბუშენვალდის საკონცენტრაციო ბანაკთან ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად ქვები მიიტანეს. გერმანია, ვაიმარის მახლობლად. © EPA 27.01.2016

ჰოლოკოსტის მემორიალი. ვენა, ავსტრია © EPA 27.01.2016

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს ბუდაპეშტი, უნგრეთი © EPA 27.01.2016

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს
ბუდაპეშტი, უნგრეთი © EPA 27.01.2016

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გეტოს გმირთა მონუმენტთან ვარშავაში, ჰოლოკოსტის მსხვეროლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ვარშავა, პოლონეთი. © EPA 27.01.2016

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის, თიურინგიის პრემიერ-მინისტრი ბოდო რამელოუ სანონცენტრაციო ბანაკს გადარაჩენილებთან ერთად ბუშენვალდის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკთან. გერმანია, ვაიმარის მახლობლად. © EPA 27.01.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი