საზოგადოება

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს H1N1 ვირუსის პრევენციისათვის

22 იანვარი, 2016 • 1511
განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს H1N1 ვირუსის პრევენციისათვის

 

განათლების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს  სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით:

გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;

სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი  ყოველი შესვენებისას;

სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;

გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი  დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გარდა ამისა, განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლას ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია. განათლების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებენ, რომ მშობლებს მისცენ რეკომენდაციები, გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. მათი განცხადებით, გრიპის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავა.

განათლების სამინისტროს  20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-ს. დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება  8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი