საზოგადოება

H1N1 ვირუსი მთელ საქართველოშია გავრცელებული

18 იანვარი, 2016 • 2332
H1N1 ვირუსი მთელ საქართველოშია გავრცელებული

დაავადებათა ცენტრის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1 სრულიად საქართველოშია გავრცელებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

გრიპის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 248 შემთხვევას ყოველ 100 ათას მოსახლეზე.  ეპიდომიოლოგიური ზღვარი  100 ათას მოსახლეზე 450-500 შემთხვევა.

ცენტრის ზემოთმოყვანილი მონაცემების მიხედვით საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანი ინფიცირებული H1N1 ვირუსით.

ამ ვირუსით გამოწვეული ერთადერთი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოში. H1N1 ვირუსი მიმდინარეობდა ქრონიკული დაავადების ფონზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სეზონის მზადყოფნის მიზნით ქვეყანაში აცრილია 20 ათასამდე ადამიანი. მათ შორის 12 ათასი მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი.

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მძიმე შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. მაგალითად, იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ამ ვირუსით მხოლოს 3 სპაციენტი გადის მკურნალობას.

სპეციალისტები H1N1 ვირუსის გავრცელების ინტენსივობას მომავალი კვირიდან ელიან. მათივე თქმით, ვირუსის ინტენსივობა შემცირდება 5-8 კვირის შემდეგ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, განსაკუთრებით საფრთხეს წარმოადგენენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები და ბავშვები. ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

ცენტრი მშობლებს ურჩევს, თუკი ბავშვს თუნდაც ერთი დღე აქვს 38°C სიცხე, აუცილებლად მიმართონ ექიმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი