საზოგადოება

დევნილებთან გატარებული ღამე

2 თებერვალი, 2011 • 1485
დევნილებთან გატარებული ღამე

ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო იმაზე, რაც გუშინ ვნახე და ვიგრძენი…

უკვე 4 თვეა ასე, ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ და არც იციან, ამას ბოლო როდის მოეღება. ხანდახან ძალიან შიათ, ამ დროს კი ”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს” თანამშრომლები საკვები პროდუქტებით დატვირთულები მშვიდად და გულგრილად უვლიან გვერდს.

შეშა არ ყოფნით, კარვებში წვიმა ჩასდით, მათი მინისტრი კი შორიდან უთვლის: ”არა უშავს, არც ისე ცივი ზამთარიაო”.

ვხედავთ, რომ  ახალგაზრდების იმედი აქვთ და ჩვენი იქ ყოფნა მათ ენერგიასა და იმედს მატებს. ღამეს მათთან ერთად იმავე პირობებში ვათევთ და ვხვდები, რომ ძალიან მიჭირს, რომ ჩემი თბილი სახლი და საწოლი მენატრება.

მათ კარვებში სიჩუმეა. ალბათ, ყოველი მათგანი საკუთარ სახლზე ფიქრობს. სახლზე, რომელიც უკვე მერამდენედ წაართვეს…

რა შეგვიძლია ჩვენ:

  • პირველ რიგში,  ყველგან გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რადგან ძალიან ბევრმა არ იცის თუ რა ხდება უკვე 4 თვეა;
  • შესაძლოა ყველამ ვერ მოახერხოს მათთან ერთად ღამის გათევა, მაგრამ მხარდაჭერის გამოხატვა დღისით მისვლით და მონახულებითაც შესაძლებელია;
  • ასევე, შეძლებისდაგვარად მივუტანოთ ის ნივთები თუ პროდუქტები, რაც მათ ასეთ პირობებში გამოადგებათ. (მაგალითად, შეშა, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი წამლები, მატრასები, საბნები, არამალფუჭებადი საკვები და ა.შ.)

მე მართლა მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ადამიანების ცხოვრების შეცვლა. უბრალოდ, მიდით მათთან და თქვენი თვალით ნახეთ, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა. ბოლოს მინდა მეც, თიკოს პოსტში წაკითხული სიტყვებით დავასრულო, რომლებიც პატრიკ ნიმოილერს ეკუთვნის:

”როდესაც ისინი (ფაშისტები) კათოლიკეების დასაჭერად მოვიდნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი. ….როდესაც მათ სოციალ-დემოკრატები აიყვანეს, მაშინაც დუმილი ვარჩიე, რადგან არც სოციალ- დემოკრატებთან მქონდა საერთო. …. ხმა არ ამომიღია არც მაშინ, როდესაც პროფკავშირები დაატუსაღეს – მათგან არავის ვიცნობდი. …. ებრაელი არ ვარ და არაფერი მითქვამს, როცა ამის შემდეგ ყველა ებრაელი დააპატიმრეს… ხოლო როცა ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო”

 

http://www.bloglovin.com/m/2261819/171994251/fb/0/aHR0cCUzQSUyRiUyRmxpbGFjLmdlJTJGJTNGcCUzRDEwOQ==

მასალების გადაბეჭდვის წესი